Belive

"დვალიშვილთან ბრძოლა ო'მალისთვის ტესტი იქნება" - კოდი გარბრანდტი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კოდი გარბრანდტი შონ ო'მალის ეჭვის თვალით უყურებს. "შუგამ" ტიტულისკენ მიმავალ გზაზე პიოტრ იანი დაამარცხა და ქამრის პირველი კანდიდატი გახდა. შემდეგ, ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი გათიშა და UFC-ის ქამარი წელზე შემოიხვია. რამდენიმე კვირის წინ კი, საკუთარი ტიტული პირველად ვერას წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა კოდი თვლის, რომ ო'მალის კარიერაში გარკვეული ხარვეზები არის.

მოდით, ვიყოთ გულწრფელები, მას იანი არ დაუმარცხებია. მას ეს ბრძოლა მისცეს. რაც შეეხება "ალჯოსთან" ბრძოლას. უბრალოდ ვფიქრობ, რომ "ალჯო" ზედმეტად ადრე დაბრუნდა. წონის კლების პროცესმა მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა. უბრალოდ UFC-ის სურს, რომ როგორც ჩემპიონი სულ საქმეში იყოს. "ჩიტოსთან" ბრძოლა ჩემთვის განსაკუთრებული არ ყოფილა. ტიტულის პირველ დაცვაზე დაუპირისპირდა ბიჭს, რომელთანაც მარცხი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ ვერას არც ისე კარგი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. შესაძლოა პატარა ტრავმაც აწუხებდა. ვინ იცის?!

ვფიქრობ, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა საინტერესო უნდა იყოს და საბოლოოდ გავიგებთ რამდენად მაგარია შონ ო'მალი. შეუძლია თეიქდაუნების შესრულება? შეუძლია კარგი გამძლეობის მებრძოლთან დისტანციაზე ბრძოლა? "ჩიტოს" თეიქდაუნების მცდელობა საერთოდ არ ჰქონია. ეს კი MMA არის. - განაცხადა კოდი "No Love"-მა

გარბრანდტი მომავალ ბრძოლას საოცარ ქარდზე UFC 300-ზე გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ასევე ყოფილი ჩემპიონი დეივსონ ფიგერედო იქნება. მათი დაპირისპირება ამ საღამოს პირველი ბრძოლა იქნება. UFC 300 თბილისის დროით 14 აპრილს 02:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები