ოფიციალურად | დიდი ისტორიის დასასრული - ნაოჰისა ტაკატომ კარიერა დაასრულა
32 წლის ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა - ნაოჰისა ტაკატომ, პროფესიონალური კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.
ოლიმპიურმა და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა კარიერის დასრულება ოფიციალურად გადაწყვიტა და იგი გუშინ, დიდი ძიუდოდან გააცილეს.
32 წლის ძიუდოისტმა, ბოლოს 2025 წლის შემოდგომაზე კოდოკანის თასზე მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი არც ადგილობრივ და არც მსოფლიო ტურნირში არ გამოჩენილა.
ნაოჰისა ტაკატო მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, 2022 წელი.
კარიერის განმავლობაში ტაკატომ მოიგო ოქრო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო ბრინჯაო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, ორი კონტინენტის პირველობაზე (აზიის ჩემპიონატი) და 16 ოქროს მედალი IJF ტურნირებზე.
ტაკატო შერეული ძიუდოს ნათელი მაგალითი იყო - იაპონელი სპორტსმენი, რომელიც კლასიკურ ტექნიკასა და ტრადიციულ არსენალს აერთიანებდა სხეულის მუშაობითა და არატრადიციული დაჭერებისა და გდებების გამოყენების უნარით.
მისი კალიბრის ძიუდოისტი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა 60 კგ წონით კატეგორიაში - ტაკატო ნამდვილად ერთადერთი იყო მილიონში, ვინც ამ წონაში ყველაზე დიდი სახელი დატოვა.