Belive

"გეუბნებით, ისლამის ცემა შემიძლია" - კამარუ უსმანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

P4P პოდკასტში საუბრისას კამარუ უსმანმა საინტერესო რამ განაცხადა. "ნიგერიელი კოშმარი" ამბობს, რომ მას ისლამ მახაჩევის დამარცხება შეუძლია. კამარუ თვლის, რომ მისი სტილი მახაჩევის დასამარცხებლად იდეალურია.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვნახე და იმის გათვალისწინებით თუ როგორ მუშაობს MMA-ს მათემატიკა, გულწრფელად გეტყვით, რომ ისლამის დამარცხება შემიძლია. ბრძოლებს სტილები ქმნის. ყველა იტყვის, რომ ეს ჩხუბი არ მეკუთვნის და ეს მესმის. - განაცხადა კამარუმ

შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანი ბოლო ბრძოლაში დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ დამარცხდა.

რაც შეეხება ისლამს, მან იან გარის მოუგო და ქვესაშუალო წონის ტიტული პირველად დაიცვა.

სხვა სტატიები