Belive

"წაგებამ მისი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ჯერ არ ვიცით კარგისკენ თუ ცუდისკენ" - მახაჩევი თოფურიაზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას მარცხზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ დაღესტნელი მის დაბრუნებას წინასწარმეტყველებს და იმასაც თვლის, რომ ჩემპიონი კვლავ გახდება. მახაჩევი უბრალოდ თოფურიას საქციელით არის გაკვირვებული. ფაქტია, რომ ილიას ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ კარგისკენ თუ ცუდისკენ ეს გასარკვევია.

არის რაღაცები, რაც არ მესმის. იცით რატომ ვამბობ, რომ ფოკუსი დაკარგა? მან ბრძოლამდე აღნიშნა გამარჯვება და წვეულებაც გამართა. ვფიქრობ, უბრალოდ არ დააფასა მეტოქე. როცა წონას ვაბარებ, იგივეს მეც ვაკეთებ. მაგრამ, როცა ვარსკვლავებს პატიჟებ და შენს რეკორდს წინასწარ ცვლი - ეს არის რაღაც რაც არ მესმის. რა თქმა უნდა დაბრუნდება, რადგან ახალგზარდაა. ილიას კარგ მებრძოლად მივიჩნევ და თუ ფოკუსს დაიბრუნებს, ჩემპიონიც გახდება. ამ ჩხუბმა მისი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ არ ვიცი კარგისკენ თუ ცუდისკენ. - ამბობს ისლამ მახაჩევი

შეგახსენებთ, რომ მახაჩევს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. ის ქვესაშუალო წონის ტიტულს იან გარის წინააღმდეგ დაიცავს. ეს ბრძოლა 16 აგვისტოს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები