"ნურმაგომედოვზე მეტად სატიტულო ბრძოლას ფიგერედო იმსახურებს" - დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
აბუ-დაბიში გამართულ უკანასკნელ UFC-ის ღონისძიებაზე, უმარ ნურმაგომედოვმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ამ გამარჯვებით კავკასიელი რეიტინგში დაწინაურდა და როგორც დანა უაითმა თქვა, მერაბსა და ო'მალის შორის გამარჯვებულს ის შეხვდება.
დვალიშვილმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ UFC უმარს ეხმარება. მერაბმა ისიც თქვა, რომ ნურმაგომედოვზე მეტად საჩემპიონო შანსს ფიგერედო იმსახურებს.
მე ჩემს ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და შემდეგ ყველას შევხვდები ვისაც UFC შემირჩევს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ უმარზე მეტად საჩემპიონო შანსს ფიგერედო იმსახურებს, რადგან ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. დეივესონი მარლონ ვერას წინააღმდეგ დომინირებდა და უკვე სამი Top კონტენდერი ჰყავს დამარცხებული. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ ჩაენიშნა. UFC-ის ღონისძიება პირველად Sphere-ში გაიმართება და როგორც დანა უაითი ამბობს, რეკორდულ თანხასაც მიიღებს.