ნოგეირა: „მახაჩევს იმედები გაუცრუვდება - მორალესი მესამე რაუნდამდე დაფინიშდება“
Vale Top Team-ის ხელმძღვანელმა და ცნობილმა მწვრთნელმა კრისტიან ნოგეირამ Sherdog-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარლოს პრატესი UFC 336-ზე, მაიკლ მორალესს მეორე რაუნდში მარტივად დაამარცხებს.
თავდაპირველად ბრაზილიელი მებრძოლის ბანაკი ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებისთვის ემზადებოდა და აქცენტს გდებებისგან თავდაცვაზე აკეთებდა, თუმცა მეტოქის შეცვლის შემდეგ ტაქტიკა სრულიად შეცვალეს.
ახლა ბრაზილიელი კრივის მწვრთნელ არტურ სეზართან ერთად სტრაიკინგზე მუშაობასა და სწორ გადაადგილებაზე ამახვილებს ყურადღებას. ნოგეირას თქმით, დაუმარცხებელი ეკვადორელი შეტევაში ბოლომდე იხარჯება და თავს დაუცველად ტოვებს, რაც პრატესის სასარგებლოდ იმუშავებს.
„თუ ისლამის ამ ბრძოლიდან ჩამოშორების მიზანი ის იყო, რომ პრატესს ხუთ რაუნდამდე ებრძოლა და ჩვენი მებრძოლის შესასწავლად მეტი ვიდეომასალა ჰქონოდა, იმედგაცრუებული დარჩება, რადგან ეს ბრძოლა მესამე რაუნდამდე არ მივა“ - კრისტიან ნოგეირა
დროებითი ქამრის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ პრატესის გუნდი 5-6 თვეში მახაჩევთან შეხვედრასა და ქვესაშუალო წონაში მთავარი ქამრის მოპოვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ UFC 336-ივენთი 2027 წლის 30 იანვარს, კანადაში, ტორონტოში გაიმართება.