შონ ო'მალი: "მერაბმა და იანმა ლეგენდარული სანახაობა აჩვენეს"
20 საათის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება შეაფასა. ყოფილმა ჩემპიონმა იანს და მერაბს ლეგენდები უწოდა. ამერიკელის აზრით, იანი სუპერქმუსუბუქი წონის GOAT არის. რაც შეეხება მერაბს - დივიზიონში ბევრ მებრძოლს ვერ ხედავს, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია.
რაღაც კლიპი ვნახე, სადაც ილია ამბობდა, რომ მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. ძმაო, ასე ძლიერად როგორ დაგარტყა გეიჯიმ? რომელ ბრძოლას უყურე? მესმის ის შენი მეგობარია, მაგრამ პიოტრ იანმა ეს ბრძოლა მოიგო.
იანმა შესანიშნავად იმუშავა. როდესაც მერაბის გდებები შეაჩერა მისი დაშლა დაიწყო. სამდარტყმიანი კომბინაციებით მერაბს შლიდა და ძალიან ლამაზი სანახავი იყო.
ამ დივიზიონში ბევრი მებრძოლი არ ვიცი, ვინც მერაბს დაამარცხებს. ბაუტისტას და იადონგს შეუძლია პრობლემები შეუქმნას, იანმა ორჯერ დაამარცხა. ორივენი ლეგენდები არიან. იღბლიანები ვართ, რომ მათ ვუყურებთ. ამ ორის საუკეთესო ფორმაში და სამი ბრძოლის ხილვა შესანიშნავია. ის წუთები, რაც ამ ბიჭებმა გვაჩვენეს ლეგენდარულია. - შონ ო'მალი
შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის მესამე ბრძოლა პიოტრ იანის გამარჯვებით დასრულდა. სუპერმსუბუქი წონის სატიტული ჩხუბი აბუ დაბიში გაიმართა. პირველი ორი რაუნდი დვალიშვილის უპირატესობით დასრულდა, მაგრამ პიოტრმა მოახერხა და ბრძოლა მის სასარგებლოდ წარმართა.