ნინო სალუქვაძემ 10 მეტრზე სროლის დისციპლინაში კვალიფიკაცია ვერ გაიარა
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა ქართველმა სპორტესმენმა, ნინო სალუქვაძემ, დღეს ოლიმპიადის პირველი დისციპლინა დაასრულა. 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლის დისციპლინაში, სალუქვაძემ საუკეთესო 8 მსროლელს შორის მოხვედრა ვერ მოახერხა.
6 სერიის შემდეგ, ნინო სალუქვაძის საერთო დაგროვებული ქულების რაოდენობამ 562 შეადგინა (92, 95, 95, 92, 94, 94), რაც 44 მსროლელს შორის 38-ე შედეგი აღმოჩნდა. კვალიფიკაციის საუკეთესო მაჩვენებელი უნგრელმა ვერონიკა მეიორმა დააფიქსირა, მან 582 ქულა დააგროვა.
ნინო სალუქვაძე ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის მედროშე და ქალთა შორის, ოლიმპიადაზე მონაწილეობის რაოდენობის მიხედვით, რეკორდსმენია. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა მისთვის მეათეა. 2 აგვისტოს, ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან პისტოლეტის სროლის დისციპლინაშიც გამოვა.