Belive

ნინო ლოლაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში (57 კგ.) ნინო ლოლაძე გერმანიის ქალაქ პოტსდამში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კოტე კანაპაძემ (73 კგ.) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უკრაინელი ევჰენი ჰონჩარკო იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა ალეკო კასრაძეს (66 კგ), მაგრამ აზერბაიჯანელ აიდინ რზაევთან ვაზარით დამარცხდა. ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა.

ტურნირს ნაადრევად და მოულოდნელად გამოეთიშა ლუკა კაპანაძე, რომელიც ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ ჯუკაევთან დამარცხდა.

სხვა სტატიები