Belive

ნაბიჯი ოქროს მედლამდე - ნინო ლოლაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს, 5 სექტემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველივე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს - 57 კგ წონით კატეგორიაში, 19 წლის ნინო ლოლაძე ფინალში გავიდა, აღსანისნავია ის ფაქტი, რომ ნინო ლოლაძე დღევანდელ დღეს ბრწყინვალედ ატარებს.

ნინომ ასპარზობა A ბადეში დაიწყო და განუთესავი იყო, შესაბამისად პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში, სადაც იტალიელი მეტოქე - გიულია კარნა დაამარცხა. იტალიური ბარიერის დაძლევის შემდეგ კი უნგრელ - ჰანა შაჟს მოუგო, 1/4-ფინალში კი ესპანელი მეტოქე - ადრიანა ჰევია დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველს ფრანგი მეტოქე - ალია დე კარვალიო ჰყავდა, რომელსაც გაფრთხილებებით მოუგო და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - ფიდან ალიზადა იქნება.

ფინალური ბლოკი 16:30 საათზე აიღებს სტარტს, ნინო ლოლაძე კი სულ ბოლო ბრძოლას ჩაატარებს.

სხვა სტატიები