Belive

ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრები ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენით წარდგება

6 თვის წინ სხვა
2 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა, სადაც არაერთ ვარსკვლავს შევხვდებით.

ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადისთვის

  • 60 კგ - რამაზან აბდულაევი

  • 66 კგ - მურად ჩოპანოვი

  • 73 კგ - დანილ ლავრენტევი

  • 81 კგ - ტიმურ არბუზოვი

  • 90 კგ - მიხაილ იგოლნიკოვი

  • 100 კგ - მატვეი კანიკოვსკი

  • +100 კგ - ინალ ტასოევი

  • 48 კგ - საბინა გილიაზოვა

  • 57 კგ - დარია კურბონმამადოვა

  • 63 კგ - დალი ლილუაშვილი

  • 70 კგ - მადინა ტაიმაზოვა

  • +78 კგ - ელის სტაცევა

ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენები, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 12 სპორტსმენით წარსდგებიან.

მათ მამაკაცებში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ, მაგალითად: ევროპის ჩემპიონი - მიხაილ იგოლნიკოვი, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის 1/2-ფინალში ლაშა ბექაურთან დამარცხდა. ასევე მოქმედი ევროპის ჩემპიონი - მატვეი კანიკოვსკი და მსოფლიო ჩემპიონი - ინალ ტასოევი. ასევე ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, 21 წლის - ტიმურ არბუზოვი.

სხვა სტატიები