Belive

"ჯონსს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ხალხის აზრით მისი დამარცხება შემიძლია" - ტომ ასპინალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 309-ზე ჯონ ჯონსის კიდევ ერთი გაბრწყინება ვიხილეთ. "ძვლებმა" მძიმეწონის ლეგენდარული მებრძოლი სტიპე მიოჩიჩი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ჯონსისთვის მძიმე წონაში ეს მეორე ბრძოლა იყო და ორივე წარმატებით დაასრულა.

მოგეხსენებათ, ამ კატეგორიის დროებით ქამარს ტომ ასპინალი ფლობს. ინგლისელი თვლის, რომ ჯონსისთვის შემდეგი მოწინააღმდეგე ის უნდა იყოს. თითქოს ეს ლოგიკურია მაგრამ, ამერიკელი ლეგენდა სხვაგვარად ფიქრობს და ამბობს, რომ ასპინალთან ბრძოლა არაფერს მისცემს.

ამ თემასთან დაკავშირებით ტომ ასპინალმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჯონსისთვის დიდი კითხვის ნიშანი ვარ. მისი ბრძოლის სტილიდან ძალიან ბევრი რამ ვიცი. წარმოადგენა არ აქვს ჩემს წინააღმდეგ რა მოამზადოს და ეს ჩემთვის ძალიან კარგია. მისთვის საკმაოდ სახიფათო ვარ. კარიერის ამ ეტაპზე მისთვის უდავოდ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე ვარ. ჯონსს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ხალხის აზრით მისი დამარცხება შემიძლია. ამაზე ფიქრით ღამე არ სძინავს. - განაცხადა ასპინალმა

ტომ ასპინალმა დროებითი ქამარი სერგეი პავლოვიჩთან ბრძოლაში მოიპოვა. ასპინალმა რუსი მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები