Belive

"შეგიძლია შენი სიმხდალე უცნაური ტვიტებით გადაფარო" - ისლამ მახაჩევი თოფურიას

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევს და ილია შორის დაძაბულობა უფრო გამძაფრდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მახაჩევმა თეთრ სახლში ილიასთან ბრძოლაზე უარი თქვა. ამ ყველაფრის შესახებ ილიამ X-ზე ტვიტი გამოაქვეყნა და ისლამს არც ისე სასიამოვნოდ მიმართა. დაღესტნელის პასუხმაც არ დააყოვნა.

ორივემ ვიცით უკან ვინ დაიხია. შეგიძლია, შენი სიმხდალე უცნაური ტვიტებით გადაფარო. თუმცა, არ იდარდო ერთ დღეს მიიღებ იმას, რასაც ითხოვ. შენს მსუქან მენეჯერს ჩემთან ჩხუბის ჩასატარებლად მილიარდების მოთხოვნა არ მოუწევს, ამას უფასოდ გავაკეთებთ. - წერს ისლამ მახაჩევი

როგორც ცნობილი გახდა, თოფურიას თეთრ სახლში ისლამ მახაჩევთან ჩხუბი ტრავმის გამო ჩაიშალა. თავიდან გეიჯისთან ჩხუბი არ იგეგმებოდა, მაგრამ მახაჩევთან ვერ შემდგარი ბრძოლის შემდეგ საქმეში ჯასტინი ჩაერთო.

სხვა სტატიები