Belive

ნეაპოლში მყოფი მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს შეხვდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

18 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "დიეგო არმანდო მარადონაზე" "მილანს" დაუპირისპირდება.

მატჩზე დასწრებას ტრადიციულად ბევრი ქართველი გულშემატკივარი აპირებს. მათ შორისაა ამერიკიდან სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩასული მერაბ დვალიშვილიც. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ქალაქის ქუჩებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. როგორც ჩანს მერაბმა არაერთი მესიჯი მიიღო შეხვედრის თხოვნით, რის შემდეგაც განცხადება გაავრცელა:

გამარჯობა ყველას.. ძალიან ბევრი ადამიანი მიმესიჯებს და მირეკავს. ძალიან დიდი ბოდიშით რომ ვერ გპასუხობთ. მაგრამ ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა, ყველას ველოდები ხვალ დღის 12 საათზე UNAHOTELS NAPOLI, Piazza Garibaldi

ასე რომ, გულშემატკივარს დიდ მატჩამდე UFC-ს ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის ხილვაც შეეძლება. თავად მატჩი კი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები