Belive

"ეს ბრძოლა სექტემბრის ქარდზე აუცილებლად იქნება" - კონორი მერაბი-ო'მალის ჩხუბზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში აქტიური, რომ არის ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა, მხოლოდ აქტიურობით არ შემოიფარგლება. "მანქანა" ნამდვილი ვარსკვლავია და ძალიან კარგად ესმის როგორ გაზარდოს ინტერესი ბრძოლის მიმართ. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებულ სახალისო ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს და გამონაკლისი არც ეს ყოფილა.

ეს პატარა ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ კონორ მაკგრეგორმაც კი ნახა. ირლანდიელს იმდენად მოეწონა ამ ბრძოლის იდეა, რომ მერაბისა და შონის ჩხუბის ჩანიშვნა საკუთარ ქარდზე ითხოვა.

ჰა ჰა ჰა გაყიდულია. ეს ბრძოლა სექტემბრის ქარდზე, Sphere-ში აუცილებლად იქნება. - წერს კონორ მაკგრეგორი

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერი იქნება. მათი დაპირისპირება UFC 303-ის მთავარი ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები