Belive

ნაცუ ბაშო - ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

14-28 მაისს იაპონიის დედაქალაქი - ტოკიო, ნაცუ ბაშოს უმასპინძლებს. "რიოგოკუ კოკუგიკანში" საგაზაფხულო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) მიიღებს მონაწილეობას.

35 წლის ქართველი სუმოისტი რეიტინგში დაქვეითებას განაგრძობს. იაპონიის სუმოს ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში, ტოჩინოშინი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში - აღმოსავლეთის მე-5 ნომრადაა განთესილი.

ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ასპარეზობდა, თუმცა უარყოფითი ბალანსი (5-10) დააფიქსირა და რეიტინგში მისი კვლავ დაქვეითების მიზეზი, სწორედ ეს გარემოება გახდა.

შეგახსენებთ, კარიერის საუკეთესო პერიოდი ტოჩინოშინს 5 წლის წინ ჰქონდა, როდესაც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდა და ოძეკის ტიტულიც მიიღო. ტოჩინოშინისთვის განსაკუთრებით მძიმე უკანასკნელი 2 წელი გამოდგა, რა დროის განმავლობაშიც ხშირი ტრავმიანობიდან გამომდინარე, 13-დან 11 ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.

სხვა სტატიები