ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა
ქართველმა სუმოიტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარიერის დასრულების შესახებ წერს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
,,მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო! დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის! თქვენი გვერდში დგომა ყოვეთვის მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა თავდაუზოგავად! მაგრამ მოვიდა ის დრო, რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება და დავასრულე მრავალწლიანი კარიერა! დიდი მადლიბა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის!'' - წერს ტოჩინოშინი.
2018 წელს ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის ტიტული მიიღო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართველ სუმოისტს არაერთი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბაშოთა უმეტესობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.