Belive

ჰაკუჰო ტოჩინოშინზე: ,,ეს ეპოქის დასასრულია''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარულმა სუმოისტმა, ჰაკუჰომ, ლევან გორგაძეზე (ტოჩინოშინი) ისაუბრა, რომელმაც კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა:

,,ტოჩინოშინს შემთხვევით შევხვდი, ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვითქვამს, მაგრამ ხელი ჩამოვართვით. მეორე დღეს სამწუხარო იყო იმის მოსმენა, რომ მან კარიერა დაასრულა, თუმცა წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მინდა, რომ მადლობა ვუთხრა.

ურთიერთშეხვედრებში მასთან 27 მოგება და 1 მარცხი მაქვს, მაგრამ ციფრები იტყუება, დონეში სხვაობა ძალიან მცირე იყო. ტოჩინოშინთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მათ შორის 2010 წელს, როცა ზედიზედ 63 გამარჯვება მოვიპოვე. ვფიქრობ, ეს ეპოქის დასასრულია.

მან ცოტა ხნის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ, იმედი მაქვს, სრულად გამოჯანმრთელდება და ახალ ცხოვრებაშიც ,,იოკოძუნა'' გახდება. ვფიქრობ, ტოჩინოშინს შეუძლია, საქართველოსა და იაპონიას შორის ხიდი იყოს, ამიტომ მას წარმატებებს ვუსურვებ,'' - განაცხადა ჰაკუჰომ.

2018 წელს ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის ტიტული მიიღო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართველ სუმოისტს არაერთი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბაშოთა უმეტესობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

სხვა სტატიები