Belive

"ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად გაწვრთნილი მებრძოლია" - ალმახანის მენეჯერი თოფურიაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურიას მომავალი მეტოქის მენეჯერმა მის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ აბდრახმანოვს ქართველის წინა ოპონენტების დონე არ ხიბლავს, უფროს თოფურიას მაინც ანგარიშგასაწევ მებრძოლად მიიჩნევს.

ალექსანდრე თოფურია თავის დებიუტში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოპონენტის დონე ყველაზე მაღალი ნამდვილად არ ყოფილა. საბოლოო ჯამში ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად გაწვრთნილი მებრძოლია. მისი ბოლო ოპონენტების დონეზე კითხვები მაინც არსებობს, თუმცა, ესეც არაფერს ნიშნავს. ალექსანდრე მრავალმხრივ განვითარებული და ძლიერი მებრძოლია, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია. - საიატ აბდრახმანოვი

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს მომავალი მეტოქე ბეკჟატ ალმახანი იქნება. ალექსანდრესა და ბეკჟატის ჩხუბი 22 ნოემბერს კატარში გაიმართება. თოფურიას UFC-ში ერთი ბრძოლა აქვს, რომელიც მოიგო. ალმახანი კი, UFC-ს ოქტაგონზე ორჯერ შევიდა და ერთხელ გამარჯვებაც მოიპოვა.

სხვა სტატიები