"20 წუთის შემდეგაც კი, ასპინალი თვალს ვერ ახელდა" - დენიელ კორმიე
UFC 321-ის მთავარი ბრძოლა ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის შედგა. მშვენიერი ბრძოლების შემდეგ, მძიმე წონის ქამრის საჩემპიონო ჩხუბი საღამოს კარგი დაგვირგვინება უნდა ყოფილიყო. თუმცა, სირილ განის თითებმა შოუ მოგვპარა და ბრძოლა შედეგის გარეშე გამოცხადდა. ფრანგმა ინგლისელ ჩემპიონს თვალი თითით დაუზინა და ასპინალმა ჩხუბი ვეღარ გააგრძელა. ამის გამო გულშემატკივრები ტომს უსტვენდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, დენიელ კორმიემ აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა.
ტომ ასპინალი ვნახე. მისი მარჯვენა თვალი ბინტით არის დაფარული, რადგან თვალის გახელა კიდევ არ შეუძლია. ბრძოლის დასრულებიდან 20 წუთია გასული. ყველაზე სიგიჟე ის არის, რომ მეორე თვალში თითი უფრო ღრმად შევიდა. მარჯვენა თვალი მეტად ჩამოფხაჭნილია. ტომი სტვენის გამო ძალიან გაბრაზებული იყო. განმეორებაზე მიხვდნენ, რომ სხვა ბიჭის მიმართ უნდა გამოეხატათ უკმაყოფილება. ამის შემდეგ სირილ განს უსტვენდნენ. - თქვა დენიელ კორმიემ
😳🩸 Daniel Cormier says he saw Tom Aspinall backstage and says he still had bandages over his left eye
— Home of Fight (@Home_of_Fight) October 25, 2025
"What’s crazy his left eye was the one which went knuckle deep. The right side was scraped down more.
[The left eye] would’ve had hard to deal with if not the pain he felt on… pic.twitter.com/xZEIHlZS5n
ვინაიდან განისა და ასპინალის ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, ქამარი კვლავ მოქმედ ჩემპიონს დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტომ ასპინალი მძიმე წონის ტიტულს ინარჩუნებს.