ნათანიელ ვუდი: "თოფურიას საკმარისი უნარები აქვს იმისთვის, რომ ზედა წონაში ავიდეს"
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადანაცვლების და ისლამ მახაჩევთან შერკინების სურვილი გამოთქვა. ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მათ შორის არის ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ნათანიელ ვუდი. ინგლისელის თქმით, ილიამ საკუთარ დივიზიონში ყველაფერი შეასრულა და ახლა ზევით ასვლის დროა.
ილიას შეუძლია ის გააკეთოს რასაც მოინდომებს და ამას ძალიან კარგად გააკეთებს. ჩემი აზრით, თოფურიას საკმარისი უნარები აქვს იმისთვის, რომ ზედა წონაში ავიდეს. ჩვენ ყველამ ვნახეთ რა ქნა მაქს და მაქსი ძალიან დიდი მებრძოლია. ვფიქრობ, ზედა დივიზიონში ასვლით ილია კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. ცხადია, შესანიშნავად ასპარეზობას ქვემსუბუქ დივიზიონშიც გააგრძელებს, თუ დარჩება. - განაცხადა ნათანიელ ვუდმა
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ილია თოფურიამ UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ იბრძოლა. "მატადორმა" საკუთარი ქამარი წარმატებით დაიცვა და პირველი მებრძოლიც გახდა, რომელმაც მაქს ჰოლოუეი გათიშა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილიას დაბრუნდება UFC 313-ზე განიხილებოდა მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.