სპორტსმენობიდან მწვრთნელობამდე | ჩოუჩიმ ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
32 წლის ბელგიელმა ძიუდოისტმა - სამი ჩოუჩიმ, 32 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა და მან საკუთარი ბედის ცდა მწვრთნელობაში სცადა.
კერძოდ, ჩოუჩი ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და მის დებიუტს პერუში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.
სამი ჩოუჩი ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კარგი ხასიათის სპორტსმენად არის აღიარებული და მას ქართველი ძიუდოისტების მიმართ განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა.
სამი ჩოუჩი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანია, IJF ტურში კი მხოლოდ ერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული და ისიც თბილისის გრანდ სლემზე (2021 წელი).
იგი წლების განმავლობაში 81 და 90 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდა.