Belive

"ნამდვილი ომი" - ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. "ქართველი ვიკინგი" ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა.

ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

"ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. წარმატებებს გისურვებ შენს კარიერაში." - წერს ბრენერი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეგახესენბთ, რომ გურამ ქუთათელაძისთვის UFC-ის ოქტაგონზე ეს მესამე ბრძოლა იყო. გურამმა პირველი გამარჯვება მატეუშ გამროტის წინააღმდეგ მოიპოვა. შემდეგი ბრძოლები ქუთათელაძისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა. გურამი ჯერ დამირ ისმაგულოვთან, ბოლოს კი ელვეს ბრენერთან დამარცხდა.

სხვა სტატიები