ხაბიბ ნურმაგომედოვი: "18 იანვარს უმარი გაჩვენებთ, თუ რატომ ნერვიულობს დვალიშვილი..."
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი მომავალ ბრძოლას უმართან მართავს, სადაც საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს. აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით UFC-ს ერთ-ერთმა ლეგენდამ და უმარ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისაუბრა.
"მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობს მერაბი ასე. უმარისგან ვიცი რა არის მოსალოდნელი და რას უნდა ველოდოთ მისგან, თუმცა აი მერაბის საქმე როგორ იქნება, ეგ ნამდვილად საკითხავია.
როდესაც მერაბი კარიერას იწყებდა, ის კარგი ბიჭი იყო და კარგად იქცეოდა, თუმცა ჩემპიონობის შემდეგ, ჩემპიონობის მენტალობას ვერ იცავს. მერაბი ჩემპიონობამდე და ჩემპიონობის შემდეგ, ორი რადიკალურად სხვადასხვა ადამიანია.
რაც შეეხება უმარს, ის აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი ბიძაშვილია - ის აქ იმის დასამტკიცებლად მოვიდა, რომ ჩემზე უფრო ძლიერი და მაგარია. მას სურს რომ ამ სპორტის სახეობაში თავისი მემკვიდრეობა შექმნას და უმარი მზად არის, რომ 18 იანვარს გვაჩვენოს, თუ რატომ ნერვიულობს მერაბი..." - ხაბიბ ნურმაგომედოვი
დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს UFC 311-ზე დაიცავს, რომელიც 18 იანვარს გაიმართება. ვინაიდან ბრძოლები აშშ-ში გაიმართება. მთავარი სანახაობა თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება