Belive

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეკორდსმენია

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ანაჰაიმში, UFC 298-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 3-რაუნდიან დაპირისპირებაში, ქართველმა მებრძოლმა სახელოვანი ჰენრი სეხუდო დაჩაგრა და მარტივად დაამარცხა.

ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 10 გამარჯვება დაუგროვდა. რაც შეეხება ქვემსუბუქ წონით კატეგორიას - დვალიშვილისთვის ეს დივიზიონში ზედიზედ მე-9 გამარჯვებაა, რითიც ალჯამაინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა.

აღსანიშნავია, რომ სტერლინგს ზედიზედ 9 გამარჯვება ჰქონდა და წარმატებული სვლა შონ ო'მალისთან მარცხით შეწყვიტა. ქართველ მებრძოლს კი ერთპიროვნული რეკორდის დამყარების შანსი მომავალ ბრძოლაში ექნება.

სხვა სტატიები