"ნამდვილი კაცი თავის ვალს იხდის" - დვალიშვილი მალიხინს
პიოტრ იანისა და ალჯამაინ სტერლინგის ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილმა და ანატოლი მალიხინმა სანაძლეო დადეს. თუ ალჯო იანს დაამარცხებდა მერაბი $50 000-ს მიიღებდა ან პირიქით. სტერლინგმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მეგობარს სანაძლეოც მოაგებინა. თუმცა, როგორც გაირკვა ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, მალიხინს საკუთარი პირობა ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
ანატოლი ONE Championship-ის მებრძოლია და სულ ახლახან ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. ის MMA-ს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელიც ერთდროულად სამი დივიზიონის ქამრის მფლობელია. (საშუალო, ქვემძიმე და მძიმე).
ბუნებრივია, რომ ასეთი მიღწევის შემდეგ, რუსი მებრძოლი კარგ ანაზღაურებასაც მიიღებს. მიუხედავად ამისა, მერაბს კუთვნილი თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია.
WOW... სამი დივიზიონის ჩემპიონი. მაგრამ, ნამდვილი კაცი თავის ვალს იხდის! 2021 წელს ჩემთან $50 000-იანი სანაძლეო დადე და მხოლოდ $11 000 გადაიხადე. ადექი, იყავი კაცი და გადამიხადე ფული, რომ შენი გაფუჭებული საქმე გამოასწორო. საკმარისი დრო მოგეცი. ბალანსზე $39 000 გადმორიცხე, ახლავე! - წერს მერაბი საკუთარ X-ის გვერდზე
Wow @AnatolyMalykhin ... a three division champion! But a real man pays his debt! You made a $50,000 bet with me in 2021 and have paid $11,000. Stand up,be a man,put your money where your big mouth is.I gave you enough time and chased you long enough.Wire the $39,000 balance now! pic.twitter.com/FHsIMZvVg8
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) March 3, 2024