Belive

"ამ ბრძოლის გამო ცნობისმოყვარეობა მკლავს" - უიტეკერი ილია-ისლამის ჩხუბზე

6 თვის წინ სხვა
1 წთ

რობერტ უიტეკერი იმ ხალხის სიაშია, რომელთაც ილიასა და ისლამის ბრძოლის ხილვა სურთ. თუმცა, უიტეკერი თოფურიას ოლივეირასთან დაპირისპირებას არანაკლებად ელოდება.

ამ ბრძოლის გამო ცნობისმოყვარეობა მკლავს. თოფურიასა და მახაჩევის დაპირისპირების ნახვა ყველას უნდა. თუმცა, ჩემთვის თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბიც ასეთივე ამაღელვებელია. ვფიქრობ, ესეც ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. როგორც ავიდა ზედა წონაში, როგორ უნდა მასზე მძიმე ბიჭებთან ჩხუბი... ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჩარლზის ბრძოლა UFC 317-ზე 29 ივნისს შედგება. მათ შორის გამარჯვებული მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები