"მისი მესმის და საერთოდ არ ვბრაზდები" - მერაბ დვალიშვილი მაგდი ამაჩოვზე
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც მერაბის ყოფილი გუნდელი უმარ ნურმაგომედოვთან ერთად ვარჯიშობს. მაგდი ამაჩოვი წარმოშობით დაღესტნელია მებრძოლია, რომელიც მერაბმა უსახლკარობისგან იხსნა.
🚨FULL STORY🚨
— SU 🥋 (@Nolimitsu_) January 8, 2025
Magdi Amachov EXPLAINS how Merab SAVED him from being homeless ….
WOW 🤯 pic.twitter.com/z6bU4tdwTE
ამ თემასთან დაკავშირებით მერაბმა Schmo-სთან ისაუბრა და თქვა, რომ მაგდიზე გაბრაზებული არ არის.
მე ის მიყვარს. დიახ, დავეხმარე მაგრამ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ჩემთან ვალში ყოფილიყო. უკვე დიდი ბიჭია და შეუძლია ის გააკეთოს რაც უნდა. მაგდი დაღესტნიდანაა და ვიცი, რომ ისლამი, ხაბიბი და უმარი ძალიან უყვარს. ისინი ერთმანეთს ძმებს ეძახიან და არ გამიკვირდა როცა ეს გააკეთა. მე იგივეს არ გავაკეთებდი, თუმცა მაგდის ამის გამო არ განვსჯი. მისი მესმის და საერთოდ არ ვბრაზდები. - განაცხადა მერაბმა
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას გაიმართება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მერაბისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.