"ნამდვილი BMF ასე არ უნდა საუბრობდეს" - მაქს ჰოლოუეი თოფურიაზე
UFC 300-ზე ილია თოფურია BMF-ის ტიტულის მესამე მფლობელი გახდა. ჰავაიელმა ტიტული ჯასტინ გეიჯის საოცარი ბრძოლაში წაართვა. მთელი ბრძოლა მაქსის უპირატესობით მიდიოდა. თუმცა, მან მაინც გადაწყვიტა, რომ მეტოქისთვის შანსი მიეცა და ბოლო 10 წამში ნამდვილი Dog Fight-ი ვნახეთ. გეიჯიმ შანსი ვერ გამოიყენა, მეტიც რაუნდის ბოლო წამზე ნოკაუტით დამარცხდა. BMF-ის ქამრის მოპოვების შემდეგ, მაქსმა ილია თოფურია გამოიწვია. "დალოცვილმა" განაცხადა, რომ ქართველ ჩემპიონს კიდეც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
რამდენიმე დღის წინ ილიამ არიელ ელვანისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაქსთან მხოლოდ ქამრის გამო იბრძვის. ამ სიტყვებს გამოეხმაურა ჰოლოუეიც და თქვა, რომ ნამდვილი BMF ასე არ უნდა საუბრობდეს.
ნამდვილი BMF ასე არ უნდა საუბრობდეს. BMF ვარიანტებს არ განიხილავს. არ აქვს მნიშვნელობა სად, როდის, რომელ წონაში, ვის წინააღმდეგ. BMF ყველასთან იბრძვის. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ილიასთან ჩხუბი იყო. გეიჯისთან დაპირისპირება სახალისო იყო. მას ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი და შანსი მაინც მომცა. მაგრამ, ჩემს თავში მუდამ ილიასთან ბრძოლა ტრიალებს. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ ჯიმ რომთან საუბრისას
"დალოცვილმა" 14 აპრილს ჯასტინ გეიჯისთან საოცარი ბრძოლა გამართა. ჰავაიელმა მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდის ბოლო წამზე საოცარი ნოკაუტით გათიშა. მაქსმა თოფურია სწორედ ამის შემდეგ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი 17 თებერვალს მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო.