Belive

ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა აღარ სურს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ განაცხადა, რომ თუ ოდესმე UFC კონორ მაკგრეგორთან სუპერბრძოლას შესთავაზებს, უარს იტყვის, რადგან ირლანდიელი ლეგენდა მის გეგმებში აღარ შედის. ილიამ 'იუთუბერთან' ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ არ არის დაინტერესებული კონორთან ჩხუბით.

ვიცი, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ის, რაც ადრე იქნებოდა. თავად კონორი აღარ არის ის მაკგრეგორი, ვინც მასებს იყოლიებდა. ახლა ის უფრო ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს წარმოადგენს, ვიდრე სპორტს.

მე კონორმა შთამაგონა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, პატარა ასაკში, მე და ჩემს ნაცნობებს გვინდოდა მის კვალს გავყოლოდით, რადგან ის იყო რწმენის მაგალითი, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობით და ძალისხმევით. მან ეს დაკარგა, რადგან უღალატა იმ ღირებულებებს, რომლებმაც აქამდე მიიყვანა. - განაცხადა ილია თოფურიამ

ილია თოფურია, UFC 308-ზე, 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ იბრძოლებს და პირველად დაიცავს ქამარს, ქართველმა ჩემპიონობა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მოიპოვა, თოფურიამ ავსტრალიელი მეორე რაუნდში დააფინიშა.

სხვა სტატიები