Belive

"მაქსი ამ ბრძოლას მოიგებს" - ალექს ვოლკანოვსკი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ - ალექს ვოლკანოვსკიმ "მატადორის" მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ მაქსი ილიას დაამარცხებს.

მაქსი ამ ბრძოლას იგებს. მაქსიც და ილიაც დიდებული მებრძოლები არიან. ამით ილიას მიმართ უპატივცემულობას არ გამოვხატავ მაგრამ, მაქსი მოიგებს. ილიას მაქსის სტილთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება. - განაცხადა ვოლკმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი სწორედ ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა. "მატადორმა" ავსტრალიელი მეორე რაუნდში გათიშა და UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

მაქსისა და ილია დაპირისპირება აბუ დაბიში 26 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები