Belive

"მსოფლიოში საუკეთესო მე ვარ" - ილია თოფურიამ ვოლკანოვსკიზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

გუშინ ილია თოფურია ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას El Hormiguero-ს სტუმრობდა. ბუნებრივია, რომ ქართველმა მებრძოლმა ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა ილიას ჰკითხა თუ როგორია, როცა მის გვარს ვოლკანოვსკისთან ერთად ახსენებენ.

განსაკუთრებულს არაფერს ვგრძნობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგებოდა ის მომენტი, როცა მე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლებდი. არასდროს მინერვიულია იმაზე, თუ ვინ არის ჩემი მოწინააღმდეგე. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვოლკანოვსკი თუ ნებისმიერი. ბევრისთვის ის არის მსოფლიოში საუკეთესო, თუმცა, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში საუკეთესო მე ვარ. მას დიდ პატივს ვცემ. ამიტომაც ვხარჯავ ამდენ დროს ჩემს ვარჯიშზე. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს თქმით, UFC-მ "მატადორისა" და ვოლკანოვსკის ბრძოლა მუშაობა უკვე დაიწყო. მექსიკელის ინფორმაციით, დაპირისპირება კანადაში, 20 იანვარს შედგება. რამდენიმე საათის წინ, სპორტულ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ქართულ-ავსტრალიური ორთაბრძოლის ჩანიშვნამდე ბოლო ნაბიჯები რჩება. 

სხვა სტატიები