UFC-ს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი
UFC-ის არც ისე დიდხნიანი არსებობის მიუხედავად, არაერთი ლეგენდა ჰყოლია. ჟორჟ სენ-პიერი, ანდერსონ სილვა, ჯონ ჯონსი, კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი. ეს რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია. ყველაზე პრესტიჟულ MMA-ს ორგანიზაციაში გამორჩეული სახელების მოძებნა არ გაგვიჭირდება, თუმცა, საინტერესოა აქედან რომელს აქვს ყველაზე დიდი თანხა გამომუშავებული.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ აღნიშნულ სიას ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ლიდერობს. "Notorious" - მა UFC-ს ცნობადობა აშკარად გაზარდა და MMA ახალ სიმაღლეზეც აიყვანა. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი კონორს დაუფასდებოდა. BetMGM-ის მიხედვით, მაკგრეგორს UFC-ში ასპარეზობის პერიოდში $39,300,000 აქვს გამომუშავებული.

მიუხედავად იმისა, რომ კონორი ხაბიბთან დამარცხდა, კავკასიელმა მაკრეგორზე მეტ თანხას თავი მაინც ვერ მოუყარა. მისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში "არწივმა" $22,900,000 გამოიმუშავა და ოქტაგონი დაუმარცხებელმაც დატოვა.
ალისტარ ოვერიმმა, რომლის დებიუტიც ბროკ ლესნარის წინააღმდეგ შედგა, $15,400,500 შეაგროვა. ყოფილ ჩემპიონსა და UFC-ს უპირობო ლეგენდას - ჟორჟ სენ-პიერს კარიერაში $10,950,000 აქვს მიღებული.
საბოლოოდ, ასე გამოიყურება 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლის სია UFC-ს ისტორიაში:
კონორ მაკგრეგორი - $39,300,000
ხაბიბ ნურმაგომედოვი - $22,900,000
ალისტარ ოვერიმი - $15,400,500
ანდერსონ სილვა - $13,500,000
ანდრეი არლოვსკი - $11,200,000
მაიკლ ბისპინგი - $11,100,000
ჟუნიორ დოს სანტოსი - $11,000,000
ჟორჟ სენ-პიერი - $10,950,000
ჯონ ჯონსი - $10,900,000
დონალდ სერონი - $10,600,000