Belive

ხავი კლიმენტმა ილია თოფურია ლეო მესის შეადარა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა ხავი კლიმენტმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. კლიმენტმა "მატადორი" არც მეტი არც ნაკლები ლეო მესის შეადარა.

ილიას კრივს ვერ ასწავლი, რადგან ის ამისთვის არის გაჩენილი. ისევე როგორც მესის ვერ ასწავლი ფეხბურთის თამაშს. მესიმ კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. შენ უბრალოდ უნდა დაეხმარო, რომ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს. ილიაც ზუსტად ასეა. ვფიქრობ, რომ მისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში კარგად დავეხმარე. - განაცხადა ხავი კლიმენტმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონია. სატიტულო ბრძოლაში "მატადორმა" ცოცხალი ლეგენდა ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილიამდე "ვოლკს" ქვემსუბუქ წონაში ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა.

სხვა სტატიები