მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღის ფინალური ბლოკი ქართველების გარეშე ჩაივლის
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღეა. თავისუფალი სტილით მოასპარეზე ორმა ქართველმა, აკაკი ქემერტელიძემა (70კგ) და მძიმეწონოსანმა სოლომონ მანაშვილმა მეოთხედფინალში იჭიდავეს და ბრძოლები დათმეს, გიორგი ღონიაშვილი (61კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) კი მერვედფინალებში დამარცხდნენ.
ქემერტელიძე მონღოლ ფალავანთან 0:11 დამარცხდა, მანაშვილს კი ირანელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ზარემ 10:0 მოუგო. ზარეს ფინალში გასვლის შემთხვევაში, მანაშვილი ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ ღონიაშვილი და ქემერტელიძეც, თუ მათი დამმარცხებლები კორეელი კიმი და მონღოლი ტიმურ ოჩირი ფინალში გავლენ.
დღევანდელი საშეჯიბრო დღის ფინალური ბლოკი ქართველების გარეშე ჩაივლის, თუ არ ჩავთლით აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს, რომელიც ნახევარფინლში პოლონელ რობერტ ბარანს დაუპირისპირდება.