მოვსარ ევლოევი: "ილიას თავი ჩემს სიაში მჭირდება, ამიტომ ყველგან გავყვები"
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ქვემსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა ნებისმიერ წონით დივიზიონში უნდა, თუმცა უპირველესი ამოცანა ჩემპიონის ქამრის მოპოვებაა. მის ინტერვიუს MMA fighting აქვეყნებს.
არ მესმის რა ხდება, ჯერ ჰოლოუეი ამბობდა, რომ ქვემსუბ წონაში აღარ დაბრუნდებოდა და ეს თოფურიასთან შეხვედრით გააკეთა, შემდეგ ილიამ თქვა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადასვლა უნდა, თან მას შემდეგ, რაც ჩემი ბრძოლა მოვიგე.
თუ ილია მართლაც შეიცვლის წონას, ქამარი ვაკანტური გახდება და დავეუფლები, შემდეგ კი სხვა დივიზიონში ილიას გავყვები, რადგან მისი სახელი ჩემ მიერ დამარცხებულთა სიაში უნდა იყოს.
ამ მომენტისთვის არ მჯერა, რომ თოფურია ზედა დივიზიონში წავა, ჩემი აზრით, ისევ ქვემსუბუქში იჩხუბებს და ქამარს დაიცავს. - ამბობს მოვსარ ევლოევი
ევლოევი, ისევე როგორც თოფურია, დაუმარცხებელი მებრძოლია, მისი შედეგი UFC-ში 9:0-ზეა, ზოგადად MMA-ში კი 19:0-ზე. მან წინა წლის დეკემბერში, UFC 310-ზე, ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა.