"ილია აქედან რომელიმესთან თუ წააგებს, ისლამთან ბრძოლის შანსი გაქრება" - მაიკლ ბისპინგი
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ახლა უკვე კომენტატორი და ექსპერტი მაიკლ ბისპინგი თვლის, რომ ილია-ისლამის ბრძოლა რაც შეიძლება მალე უნდა ჩაინიშნოს. როგორც ინგლისელი ამბობს, ეს ჩხუბი UFC-სთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
რეალურად ილიას მომავალი ბრძოლის უამრავი ვარიანტი აქვს. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას... ილიასაც და ისლამსაც მალე მოუწევთ ჩხუბის ჩატარება. ისლამი, არმანი, ჩარლზი და ჯასტინი - ამ ბიჭებიდან შესაძლოა ნებისმიერი იყოს თოფურიას მომავალი მეტოქე. მე თუ მკითხავთ ალბათ ისლამი VS თოფურია ჩაინიშნება. ყველა დანარჩენი ფენომენალური მებრძოლები არიან და ილიას დამარცხების შანსი რეალურად აქვთ. თუ თოფურია აქედან რომელიმესთან დამარცხდება, ილიასა და ისლამის ბრძოლის შანსი დაიკარგება. თოფურია ხალხის გონებაში ჯერ კიდევ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და მისი ისლამთან ჩხუბი ორი ჩემპიონის ჩხუბად შეირაცხება. ილიამ გეიჯისთან რომ წააგოს, ორი-სამი ბრძოლის მოგების შემთხვევაში საჩემპიონო შანსს მაინც მიიღებს, მაგრამ გაყიდვები იგივე აღარ იქნება. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ილია მსუბუქ წონაში ოფიციალურად გადავიდოდა, ის ისლამთან ბრძოლის სურვილს აქტიურად გამოხატავდა. ერთადერთი დამაბრკოლებელი საკითხი ამ ჩხუბის ჩანიშვნაზე თავად ისლამი და მისი გუნდია. ისინი "მატადორთან" ჩხუბს თავს არიდებენ და ამბობენ, რომ ილიას მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა არ ეკუთვნის.