Belive

მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას, საოცნებო მეტოქედ ხაბიბ ნურმაგომედოვი დაასახელა. მისი თქმით, "არწივს" საკმაოდ მიმზიდველი რეკორდი აქვს. მიუხედავად ამისა, ილია 100%-ით არის დარწმუნებული, რომ ნურმაგომედოვს დაამარცხებს.

ამ ყველაფერს გამოეხმაურა ქვემსუბუქი წონის დაუმარცხებელი მებრძოლი მოვსარ ევლოევიც. ის უკვე დიდი ხანია, რაც თოფურიასთან ბრძოლას ითხოვს. აქვს იმასაც გეტყვით, რომ ევლოევსა და თოფურიას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. მოვსარი საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ "მატადორი" დაუმარცხებელ მებრძოლთან დაპირისპირებას გაურბის.

კონორი, ისლამი, ხაბიბი, მუჰამედ ალი, მესი... კიდევ ვინ გინდა გამოიწვიო, იმის მაგივრად რომ შენს დივიზიონში დაუმარცხებელ მებრძოლს შეხვდე? - დაწერა ევლოევმა საკუთარი X-ის გვერდზე

ბოლო ბრძოლაში მოვსარმა არნოლდ ალენი დაამარცხა და წაუგებელი სერიაც შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს UFC-ში ევლოევის მე-8 გამარჯვება იყო

სხვა სტატიები