Belive

"მე ილიასთვის ვემზადებოდი" - ალექს ვოლკანოვსკი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახდა. აღნიშნული ტიტულისთვის 13 აპრილს დიეგო ლოპესი და ალექს ვოლკანოვსკი იბრძოლებენ. ვოლკანოვსკიმ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ ილიასთან ჩხუბს უფრო ელოდა.

სიმართლე გითხართ ვიცოდი, რომ აპრილში ვიჩხუბებდი. მთავარი კითხვა მეტოქის შესახებ ისმოდა. დიეგო ლოპესის და ილია თოფურიას ვარიანტი იყო, მაგრამ მე ილიასთვის ვემზადებოდი. მითუმეტეს ჩვენ პირისპირ დგომიც გვქონდა. ზუსტად არც ამაში ვიყავით დარწმუნებულები, რადგან ილია მსუბუქ წონაში ასვლაზე საუბრობდა. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკის და თოფურიას გზები 2024 წლის 18 თებერვალს გადაიკვეთა. "მატადორმა" ავსტრალიელი ჩემპიონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები