Belive

"ამაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავლეწავდი" - ილია თოფურია

1 საათის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. ინგლისელის თქმით, ჯერ არაფერია დაზუსტებული, მაგრამ ილიასთან სიამოვნებით იბრძოლებდა. მიუხედავად იმისა, რომ პადის ჩხუბზე არავინ შეხმიანებია, თუ იჩხუბებს, ამ წელს მხოლოდ დეკემბერში გამოვა.

სიამოვნებით დავლეწავდი, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ჯერ არაფერი, ამასთან დაკავშირებით არავისთან მისაუბრია. არმანი, გეიჯი, ჩარლზი, რუფი - საკმაოდ ბევრი სახელია. როდესაც ჩხუბის შესახებ ინფორმაციას მივიღებ, ყველა გაიგებს. - ამბობს პადი პიმბლეტი

შეგახსენებთ, ილია თოფურია ბოლო ჩხუბში ჯასტინ გეიჯისთან მოულოდნელად დამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა.

რაც შეეხება, პადის მან ბოლო ჩხუბში ბენუა სენ-დენი პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა.

სხვა სტატიები