მორიგი სკანდალი | ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
3 წლის წინ
სხვა
2 წთ
"ჩვენ არ ვცნობთ ისრაელის დროშას, შესაბამისად არ მსურდა ისრაელელ მეტოქესთან დაპირისპირება", - აღნიშნა ნურინმა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი ნურინის მწვრთნელმაც გააკეთა: "წილისყრაში არ გაგვიმართლა. ნურინს ისრაელელ მეტოქესთან დაპირისპირება მოუწევდა, ამიტომაც ოლიმპიადას მოეხსნა. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", - აღნიშნა ამარ ბენ იაკლიფმა.შეგახსენებთ, 23 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. 24-31 ივლისს კი ძიუდოს შეჯიბრები გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 9 სპორტსმენი წარსდგება. თბილისის დროით 09:00 საათზე იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში ძიუდოს წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. -73კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს . შავდათუაშვილი სახარბიელო ბადეში მოხვდა და ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. C ბადეში ლაშა განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ბრაზილიელ – ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ – გუილემ ჩაინს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ამ წონაში დაუმარცხებელი იაპონელი – შოჰეი ონოა, რომელიც A ბადეში მიიღებს მონაწილეობას, ამავე ბადეში იქნება მოქმედი ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, აზერბაიჯანელი – რუსტომ ორუჯოვი. სავარაუდოდ, A ბადეში 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ფინალი განმეორდება (რუსტამ ორუჯოვი Vs. შოჰეი ონო). ასევე მოგახსენებთ, რომ შოჰეი ონო 4 წელია დაუმარცხებელია. ასევე იხილეთ: ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები და ბადეები ცნობილია (პრევიუ)