Belive

MMA | მებრძოლმა "მახრჩობელასგან" თავი ტყუილით დაიხსნა

3 საათის წინ სხვა
1 წთ

სეია სუგიმოტომ იაპონიაში გამართულ MMA-ის ბრძოლაში ტაკერუ სუზუკი დაამარცხა. პირველ რაუნდში სუგიმოტო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მეტოქემ მას ზურგიდან მახრჩობელა ილეთი (rear-naked choke) გაუკეთა, თუმცა სიტუაციიდან თავის დასაღწევად და მეტოქის ზეწოლის შესასუსტებლად მან გონების დაკარგვა გაითამაშა.

ეს იყო ეშმაკური ხერხი მეტოქის მოსატყუებლად. მან "თავი მოიმკვდარუნა" და მახრჩობელას გაექცა, შემდეგ კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

34 წლის სეია სუგიმოტო, რომელიც წარსულში პოლიციელი იყო, პროფესიონალურ MMA-ში 30 წლის ასაკში მოვიდა. ის ორგანიზაცია „The Blackbelt Japan“-ის წევრია და უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (flyweight) გამოდის. გამარჯვების შემდეგ მან თავად გამოიყენა ფრაზა „მკვდრად მოჩვენება“ თავისი ტაქტიკის ასახსნელად, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ილეთის შემდეგ მართლაც გაბრუებული იყო.

სხვა სტატიები