Belive

"აბუ დაბიში 6 დღით ადრე ჩასვლით მერაბმა დიდი შეცდომა დაუშვა" - შონ ო'მალი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი თვლის, რომ აბუ დაბიში 6 დღით ადრე ჩასვლა მერაბისთვის დიდი შეცდომა იყო. აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის არსებული დროის სხვაობის გამო, მერაბისთვის ასე მოკლე დროში აკლიმატიზაცია თითქმის შეუძლებელია. "შუგას" თქმით, არაბულ ჰავასთან შეგუებისთვის ორგანიზმს დრო სჭირდება და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, როცა აბუ დაბიში იანთან ჩხუბამდე 3 კვირით ადრე ჩაფრინდა.

მერაბმა სადღაც თქვა, რომ ბრძოლის შუაში გააანალიზა, იანთან ვერ გაიმარჯვებდა. თავის გდებებს ვეღარ აკეთებდა. პიოტრი შესანიშნავად მუშაობდა, როდესაც მაჯაში იდაყვებს ურტყამდა და მერაბის ხელებს ებრძოდა. ისე ჩანდა თითქოს მერაბი დატეხა. დვალიშვილს თავში ფიქრები გაუჩინა: "იქნებ ვბერდები? იქნებ ეს მოსამზადებელი პერიოდები და წონის კლებები ჩემზე გავლენას ახდენს?" შესაძლოა მერაბს საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა.

ბრძოლა აბუ დაბიშია და როგორც შენ მითხარი, ის ღონისძიებამდე 6 დღით ადრე ჩადის. როდესაც მე მქონდა იანთან აბუ დაბიში ბრძოლა, 3 კვირით ადრე ჩავფრინდი. საბედნიეროდ ეს გავაკეთეთ, რადგან დროში სხვაობა ძალიან დიდია. სავარაუდოდ, იანი დიდი ხანია უკვე იქ არის და თავის საქმეს აკეთებს. - შონ ო'მალი

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ტრილოგია საღამო თანამთავარი დაპირისპირება იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში იანმა დვალიშვილი დაამარცხა და "მანქანას" რევანშის ასაღებად კარგი შანსი აქვს.

სხვა სტატიები