Belive

"სარკეში ვიყურებოდი და ვამბობდი, რომ ეს მე არ ვიყავი" - ილია თოფურია

7 საათის წინ სხვა
1 წთ

დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსის დაკარგვის შემდეგ, ილია თოფურიამ იმ ემოციურ კრიზისსა და შიდა ბრძოლებზე პირველად ისაუბრა, რომლებიც კარიერაში პირველმა მარცხმა მოუტანა.

აღნიშნული კომენტარი ესპანელმა ჟურნალისტმა ალვარო კოლმენერომ გაავრცელა. ეს დიდი ინტერვიუს მცირე ნაწყვეტია, რომლის სრული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მე ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვიყავი, რომელშიც შეიძლება მებრძოლი აღმოჩნდეს. გამოვცადე ჩემი პროფესიის ყველაზე ბნელი დღე. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? სიკვდილი.

ბოლო ხუთი ან ექვსი თვის განმავლობაში საკუთარ თავს უცნაურ კითხვებს ვუსვამდი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ან იმარჯვებ, ან აგებ და მე წავაგე.

დილით რომ გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე, გავიფიქრე: 'არა, არა, არა... ეს მე არ ვარ.'

მუდამ მესმოდა, რომ ცხოვრება მხოლოდ ვარდებით არ არის მოფენილი, თუმცა ეს მეორე მხარე რეალურად არასდროს მინახავს. - ამბობს ილია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ეს აშშ-ს დანოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც თეთრ სახლში შედგა. მას შემდეგ საბრძოლო სამყარო ილიას დაბრუნებას ელოდება და ამავე ინტერვიუში ილიამ ამაზეც ისაუბრა. "მატადორი" ოქტაგონზე გამოსვლას აპრილში გეგმავს.

სხვა სტატიები