" მომწონს რამდენად რთული იქნება ეს დაპირისპირება" - გეიჯი ილიასთან ჩხუბზე
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯიმ ილიასთან შესაძლოა ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფანებს ილიას და პადის ჩხუბი უნდა, მაგრამ ჯასტინს საქმეების არევა უყვარს.
ვიცი, რომ ფანებს პადისა და ილიას ჩხუბის სურთ, ისე როგორც ტონისა და ხაბიბის, მაგრამ მე ამ ყველაფერს ავურევ. ეს ჩემი საქმეა.
მე ვენდობი ჩემს ინტუიციას, დისტანციის კონტროლს და ჩემს გამოცდილებას. ეს სპორტი გიჟურია და ამიტომაც მასთან შეცდომა არ უნდა დავუშვა. ილიას მარჯვენა ხელს არ უნდა შევეჯეხო. მისი ჰუკების კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. ჩემთვის კარგი გამოწვევაა და მომწონს რამდენად რთული იქნება ეს დაპირისპირება. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი პადი პიმბლეტის წინააღმდეგ 25 იანვარს იბრძოლებს. მათი ჩხუბი მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის იქნება, რომელიც ილია თოფურიამ ვაკანტური გახადა.