Belive

მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი: "ვიცოდი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებდა - თანამედოვე ფორვარდის ყველა თვისება აქვს"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ ბამ, რომელიც მას 2015-16 წლებში, "სენტ პირსის" შემადგენლობაში ყოფნის დროს ხელმძღვანელობდა, ქართველი ფეხბურთელის პროგრესის შემდეგ Republican Lorrain-თან ინტერვიუში 22 წლის ფორვარდის კარიერის საწყისი ეტაპის შესახებ ისაუბრა.

"ის იყო ძალიან კარგი მოთამაშე, ძალიან ნიჭიერი შემტევი საჯარიმოში, მუდმივად გოლისკენ თვალი ეჭირა. ვგრძნობდით, რომ მას არ სჭირდებოდა ბევრი მომენტი გოლის გასატანად. როგორც კი მას ჰქონდა შესაძლებლობა, ის ყოველთვის კარში ურტყამდა.

ჩვენ ვიგრძენით, რომ მას პოტენციალი და ლიონის "ოლიმპიკის" კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი. მან თავიდან 16-წლამდელებში დაიწყო ვარჯიში, მოგვიანებით U17 გუნდში გადავიყვანეთ და იქ ბევრი გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი ჩემთან, 19-წლამდელებში მოხვდა.

ვგრძნობდი, რომ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც მაღალ დონეზე ითამაშებდა, რადგან მას გააჩნდა თანამედროვე თავდამსხმელის ყველა მახასიათებელი, რომელმაც იცის, როგორ გაერკვეს სიტუაციაში და როგორ შეუტიოს სწორად.

მისი მთავარი ძლიერი მხარე არის ის, რომ ყოველთვის შეუძლია სწორ, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენა, მაშინაც კი როცა ამის გაკეთება ძალიან რთულია. მას ასევე კარგად აქვს განვითარებული ბურთის მიღებისა და კონტროლის თვისებები და საგოლე ალღო - გრძნობს, როდის არის გოლის გატანის კარგი პლაცდარმი", - თქვა ლიონელ ბამ.

გიორგი მიქაუტაძეს, ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 16 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 15 გოლით ლიდერობს.

სხვა სტატიები