Belive

La Gazzetta dello Sport: "უცხოპლანეტელი კვარაცხელია სან სიროზე მისიის შესასრულებლად დაეშვა"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდება.

სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სწორედ 22 წლის ქართველზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ის ამ მატჩში გადამწყვეტი მოთამაშე უნდა იყოს.

"მამაკაცები წითელ/შავებში ნადირობენ უცხოპლანეტელებზე. კვარაცხელია "სან სიროზე" დაეშვა. მან მიიღო ბრძანება გამშვები პუნქტიდან - ხვიჩა, გოლი და ჩემპიონობა.

კოსმოსური მოგზაურობის თანამგზავრის ვიქტორ ოსიმენის გარეშე, "ნაპოლის" მთელი სიმძიმე მის მხრებზე იქნება, რომლებიც უკვე ძალიან ფართოა, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა.

მასპინძელ რაფაელ ლეაოსთან ერთად, რომელმაც ლიდერებს ჩემპიონატის მატჩში სენსაციური - 4:0 გამარჯვების დროს ორჯერ გაუტანა, ხვიჩა კვარაცხელია "სან სიროს" ღამის ყველაზე ყურადღების ეპიცენტრში მყოფი კაცი იქნება.

ქართველი აქ მარსიანული ციფრებით ჩამოვიდა - 12 გოლი და 12 საგოლე გადაცემა სერია A-ს 25 მატჩში, ორი გოლი და ოთხი პასი ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ შვიდ მატჩში. სანდრო ტონალი და ფიკაიო ტომორი უკვე მართავენ თავიანთ ანტენებს, როგორც "სან სიროს" ყველა მკვიდრი არაჩვეულებრივი იტალიური დერბისთვის. ნახევარფინალის საგზურისთვის სერია A-ს მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი ჩემპიონები იბრძოლებენ", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.


“მილანისა” და “ნაპოლის” პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები