"მინდა ვნახო, როგორ დაბრუნდება და როგორ მიაღწევს წარმატებას" - გეიჯი თოფურიაზე
ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა და „მატადორს“ კარგი დაბრუნება უწინასწარმეტყველა. ამერიკელი ამბობს, რომ ილიას ისტორია ზუსტად მისას ჰგავს. გეიჯი ჰოლოუეისთან მძიმე ნოკაუტით გაითიშა და მას შემდეგ კარიერის თავის სასიკეთოდ მოტრიალება შეძლო. ამერიკელი თვლის, რომ იგივე ილიასაც შეუძლია.
იმ ფსიქოლოგიური შეცდომების გარეშე, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაში ეჭვიც არ ეპარება. მის შესახებ ცუდს არასდროს ვიტყვი, რადგან ის ძალიან მაგარია. მინდა ვნახო, როგორ დაბრუნდება. მინდა ვნახო, როგორ მიაღწევს წარმატებას.
ჩემი ისტორია ხალხისთვის იმიტომ გახდა ასეთი ამაღევლებელი, რომ მე მარცხი განვიცადე. მაქს ჰოლოუეიმ ნოკაუტში გამიშვა, თუმცა დავბრუნდი და საკუთარი თავის ვირწმუნე. ილიას აქვს ზუსტად იგივე შესაძლებლობა, რომ თავისი მომდევნო ნაბიჯებით მთელი მსოფლიო შთააგონოს. - ამბობს გეიჯი
Justin Gaethje says Ilia Topuria can come back the way he did
— Double coverage podcast fanpage (@Web3luveer) November 9, 2026
“Without those mental mistakes, he is one of the best in the world. There’s no doubt about it”
“I’m never talking trash about the guy, because he’s so good. I want to see him come back. I want to see him thrive”… pic.twitter.com/AiViO9W2gQ
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ილია თოფურია სწორედ ჯატინ გეიჯისთან დამარცხდა. მსუბუქი წონის ქამრისთვის გამართული დაპირისპირება ილიამ, მძიმე დაზიანებების გამო, ბოლომდე ვერ მიიყვანა და ჩემპიონის ქამარი გეიჯის გადაულოცა.