"ლაჩრების ხროვა ხართ" - თოფურია და UFC-ის მებრძოლები დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურებიან
სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის კადრები გავრცელდა. ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ უახლოვდება ზურგიდან უსმან ნურმაგომედოვი და დვალიშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებას იწყებს, რომელშიც მისი თანაგუნდელებიც ერთვებიან.
ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ბოლომდე იბრძოლეს და ლაჩრულ თავდასხმას ღირსეული პასუხი გასცეს - მოგვიანებით მომხდარს ილია თოფურია და UFC-ის სხვა მებრძოლები გამოეხმაურნენ.
🚨 Ilia Topuria just posted the footage of Usman Nurmagomedov jumping Merab Dvalishvili
— Championship Rounds (@ChampRDS) November 11, 2026
Holy sh*t 😳 pic.twitter.com/TrgztXpuiW
"ლაჩრების ხროვა ხართ, და ყველაფერზე აგებთ პასუხს რაც ჩაიდინეთ. თქვენ ყველაფერი ხართ გარდა კაცებისა.” - ილია თოფურია.
"ფუ, ამის დედაც." - რენატო მოიკანო.
"ძალიან ცუდია. მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ." - რაფაელ დოს ანჯოსი.
"საშინელი საქციელია." - ენტონი პეტისი.
"ღმერთმა დაგლოცოს მერაბ. იმედია, შემდეგში ზურგს კიდევ უფრო დიდი გუნდი გაგიმაგრებს." - მაიკ პერი.
"და ამის შემდეგ თავს პროფესიონალ სპორტსმენებს უწოდებენ. მერაბ, იმედია კარგად ხარ." - დაკოტა დიჩევა.
"ეს ფილმი ადრეც მინახავს. ეს ლაჩრები მარტო არასდროს იბრძვიან." - კაიო ბორალიო.
მერაბ "მანქანა" დვალიშვილი უკან არასდროს იხევს." - მარვინ ვეტორი.
"ყველა თავდამსხმელს სამუდამო დისკვალიფიკაცია." - შონ სტრიკლენდი.
"გველებმა შეიძლება კანი გამოიცვალონ, მაგრამ ისინი ყოველთვის გველებად დარჩებიან. მერაბ, საბოლოოდ კი, როცა ყველაფერი დასრულდება, შენ და შენი მეგობარი გამარჯვებული იქნებით." - ისრაელ ადესანია.
სტატია ლაივ რეჟიმში განახლდება