" მინდა, რომ ვოლკმა ილია გათიშოს" - ფანები ილიას განცხადებას გამოეხმაურნენ
ბოლო ინტერვიუს, სადაც ილია თოფურია საკუთარ თავს კონორ მაკგრეგორს ადარებს, ფანების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ილიას წინ თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. UFC 298-ზე "მატადორი" ალექს ვოლკანოვსკის შეებრძოლება და ეცდება ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდეს. მიუხედავად ამისა, ქართველი უკვე შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს და ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი სურს. თოფურიამ ისიც კი აღნიშნა, რომ ირლანდიელზე გაცილებით დიდია.
მასიური? მე მასზე მასიური ვარ. გგონიათ წონის კლების პროცესი მიყვარს? მეც დიდი ვარ. როგორ ფიქრობთ, ქუჩაში რომ კონორ მაკგრეგორი დავინახო, წონაზე ვიდარდებ? - განაცხადა ილია თოფურიამ
Ilia Topuria thinks he’s got the size advantage over Conor McGregor
— Championship Rounds (@ChampRDS) February 8, 2024
“[Conor’s] massive? I’m even more massive than him. Do you think I love this process to cut weight? I’m massive too.
Do you think if I walk in the street and I see Conor McGregor I would care about the weight?”… pic.twitter.com/FPGjsPHCHV
თოფურიას სიტყვებმა გულშემატკივარში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და ქართველი გააკრიტიკეს.
"თითქმის ყველას სახელით ვამბობ - მინდა, რომ "ვოლკმა" ილია გათიშოს"
"მისი სიმაღლე 170, ხოლო წვდომი - 137 სანტიმეტრია. კონორთან ახლოსაც არ არის"
"ილია საშუალო სიმაღლისაც კი არ არის" - წერენ გულშემატკივრები
ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის დაპირისპირება 18 თებერვალს შედგება. შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძვის, რომლის მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება.